თამაშისთვის გადაატრიალე

გძულს თუ ტოლერანტი ხარ?

აირჩიე როლი

თამაშის წესები

ჩვენ შესახებ
წარმოიდგინე, რომ ჟურნალისტი ხარ. თამაში გაძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შექმნა და გამოაქვეყნო ინფორმაცია, მოიძიო სანდო წყაროები, გადაამოწმო ფაქტები, დააბალნსო მოსაზრებები და რაც მთავარია, გამოსცადო, რამდენად ტოლერანტი ან შეუწყნარებელი რეპორტიორი ხარ.

მოთამაშე სარედაქციო გადაწყვეტილებებს რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან სწორის მონიშვნის გზით იღებს და ქმნის ახალ ამბავს, რომელსაც სააგენტოს ვებზე აქვეყნებს.
სურათი
სათაური
1/7
გძულს თუ ტოლერანტი ხარ?
საინფორმაციო სააგენტო “Flash”-ის რეპორტიორი ხარ. Facebook-ის მომხმარებელმა “მადონამ” სკოლა “რაინდის” შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა:
იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალის, როგორც უტყუარი ფაქტის, გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა თავიდან აიცილოთ, აუცილებელია ის სულ მცირე 2 დამოუკიდებელ წყაროსთან გადაამოწმოთ და საკითხი დაბალანსებულად გააშუქოთ.
2/7
გძულს თუ ტოლერანტი ხარ?
მონიშნე 1 წყარო, რომლის მასალაში გამოყენებას საინფორმაციო ღირებულება არ აქვს.
სკოლის ადმინისტრაცია მეორე დამოუკიდებელი წყაროა, რომელთანაც 1 მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს
ყველა მშობელი ერთნაირად არ ფიქრობს და მნიშვნელოვანია იმათი მოსაზრების გაშუქებაც, ვინც სკოლის გადაწყვეტილებას იზიარებს.
ნებისმიერ კომენტარს საინფორმაციო ღირებულება არა აქვს. უმჯობესია, მედიამ იმ პირების სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების უგულვებელყოფა მოახდინოს, ვინც საჯარო ფიგურა არ არის. შეგიძლიათ მხოლოდ პერიფრაზით აღნიშნოთ, რომ სტატუსს სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები მოჰყვა.
სასურველია, აზრი მიგრანტ მშობლებსაც ჰკითხოთ, რათა ისინი გაშუქების “სუბიექტებად” იქცნენ და არა “ობიექტებად”.
3/7
გძულს თუ ტოლერანტი ხარ?
შეარჩიეთ 5 წინადადება, რომელიც მხოლოდ ფაქტებს ასახავს და არა მოსაზრებებს. შეადგინეთ საინფორმაციო ტექსტი.
ფაქტი არის ის, რისი გადამოწმებაც შეიძლება და გამყარებულია მტკიცებულებებით. მოსაზრება კი კონკრეტული პირის რწმენას ან შეხედულებას ეფუძნება.
თქვენ გევალებათ, არა მხოლოდ აარჩიოთ, არამედ სწორი თაიმდევრობითაც დაალაგოთ წინადადებები. გადახედეთ არჩეულ წინადადებებს და თუ თანმიმდევრობის შეცვლაა საჭირო, შეცვალეთ. თუ არადა, გადადით შემდეგზე.
თანმიმდევრობის შესაცვლელად, მიიტანეთ მაუსი თითოეულ წინადადებასთან და გადასწიეთ ისინი შესაბამის ადგილას.
4/7
გძულს თუ ტოლერანტი ხარ?
შეარჩიეთ 4 კომენტარი ისე, რომ ყველა მხარის მოსაზრება დაბალანსებულად იყოს წარმოდგენილი და ტექსტში შესაბამის წინადადებასთან ჩასვით.
ნუ გააშუქებთ ისეთ კომენტარს, რომელიც ამკვიდრებს სტერეოტიპს, რომ ყველა მიგრანტი მუსლიმია და ყველა მუსლიმი მიგრანტი ტერორისტია. ამით თქვენ სიძულვილის გაღვივებას შეუწყობთ ხელს.
ლტოლვილი ბავშვების მშობლის კომენტარი მრავალმხრივ და ინკლუზიურ გაშუქებას შეუწყობს ხელს.
მშობელი, რომელიც სკოლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ამბის ერთ-ერთი მხარეა და მისი პოზიცია მასალაში წარმოდგენილი უნდა იყოს, თუმცა სასურველია, სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი მხოლოდ პერიფრაზით გადმოიცეს.
მშობლები მონოლითურები არ არიან და მიგრანტთა მიმართ ყველა ნეგატიურ დამოკიდებულებას არ გამოხატაცს, ამიტომ მათი ხედვაც უნდა ასახოთ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს.
გადაანაწილეთ გაწითლებული კომენტარები ტექსტში შესაბამის ადგილას. მიიტანეთ მაუსი მთითოეულ კომენტართან და ჩასვით ის შესაბამისი წინადადების შემდეგ.
5/7
გძულს თუ ტოლერანტი ხარ?
შეარჩიეთ 2 საკვანძო სიტყვა #თეგებისთვის.
ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც წარმოშობის ქვეყნის გარეთ იმყოფება, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება დევნის მსხვერპლი გახდეს.
ლტოლვილისგან განსხვავებით, ტერმინი “იძულებით გადაადგილებული პირი” საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებში იძულებით გადაადგილებულ პირს გულისხმობს, რომელმაც საკუთარი სახლი ან ჩვეული ბინადრობის ადგილი ქვეყნის ფარგლებშივე იძულებით დატოვა.
არასწორია “არალეგალის” ყველა უცხოელის მიმართ გამოყენება, რადგან ტერმინი მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც ქვეყანაში შესვლის წესს არღვევს ან ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ აქვს. დაუშვებელია, პირის რელიგიური ან სხვა იდენტობის მითითება, თუ ეს პირდაპირ არ უკავშირდება გასაშუქებელ საკითხს და ინფორმაცია მნიშვნელოვანია თემის არსში გასარკვევად.
მიგრანტი არის პირი, რომელიც სხვა ქვეყანაში მატერიალური და სოციალური პირობების, ასევე პირადი და თავისი ოჯახის წევრების სამომავლო პერსპექტივის გაუმჯობესების მიზნით მიემგზავრება.
6/7
გძულს თუ ტოლერანტი ხარ?
შეარჩიეთ სათაური
ნუ გამოიტანთ სათაურში ისეთ ციტატას, რომელიც განსხვავებული იდენტობის ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობას ახალისებს. სენსაციური სათაურის ნაცვლად, რომელიც ნეგატივზე და კონფლიქტებზეა ფოკუსირებული, ნეიტრალური ვერსია შეარჩიეთ.
1 მშობლის კომენტარის ყველა მშობელზე განვრცობა და სკოლის მშობლების საერთო პოზიციად წარმოჩენა შეცდომაში შემყვანია და სიზუსტის და მიუკერძოებელი გაშუქების პრინციპს არღვევს.
ნუ გამოიტანთ სათაურში ისეთ ციტატას, რომელიც განსხვავებული იდენტობის ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობას ახალისებს. სენსაციური სათაურის ნაცვლად, რომელიც ნეგატივზე და კონფლიქტებზეა ფოკუსირებული, ნეიტრალური ვერსია შეარჩიეთ.
7/7
გძულს თუ ტოლერანტი ხარ?
შეარჩიეთ ფოტო
განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ ფოტოს შერჩევას, ვინაიდან ის ბავშვებს ეხება. უმჯობესია შეარჩიოთ ზოგადი ფოტო, რომელზეც კონკრეტული პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. თავი აარიდეთ ისეთი ვიზუალის გამოყენებას, რომელიც რელიგიურ იდენტობას ასახავს და გასაშუქებელ თემას არც პირდაპირ, არც ირიბად არ უკავშირდება.
გილოცავ!
შენ ანგელოზივით
ტოლერანტი ხარ!
შენ თითქმის ანგელოზი
ხარ! ეცადე, იყო უფრო
ტოლერანტი!
გამოსცადე შენი
შემწყნარებლობა
შემდეგში!
დამშვიდდი!
შენ საკუთარ
თავს ვნებ!